უკან

საზოგადოება

1 ივლისი, 2017 09:00
font-size

სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დღეიდან ამოქმედდება

პირველი ივლისიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

✔ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
✔ ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
✔ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
✔ დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს.

ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად:

„ბენეფიციარი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი და მისი სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 0-დან 100 000-ს ჩათვლით.

✔ ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას.
✔ ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.
✔ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას ერთჯერადად არეგისტრირებენ პროგრამაში
✔ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს.
✔ აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს
✔ ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.
✔თუ აფთიაქში მიდის ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი, ის დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც.
✔მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში
✔ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას“ - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი