უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მარტი, 2018 15:55
font-size

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო.

„ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის.

გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს 40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და ვიზრუნოთ ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის“– აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

,,ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით. ‘ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

24 მაისი, 2018 , 14:30

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ასეულის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მთავარი

ნიკა გორგილაძის უსაფრთხოებას ემუქრება რეალური საფრთხე - საია

24 მაისი, 2018 , 14:30

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი, ნიკა გორგილაძის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დ

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კრებულის პრეზენტაციას წარადგენს

24 მაისი, 2018 , 14:30

25 მაისს 15:00 საათზე, ქალაქ თბილისის საკრებულოში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით წარადგენს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები

თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების სიცოცხელს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იყოს გამოყენებული - დიმიტრი ცქიტიშვილი

24 მაისი, 2018 , 13:45

თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობას და სიცოცხელს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალური ქსე

დავით ქევხიშვილთან მუშაობა შეუძლებელია - ვარლამ ლიპარტელიანი

24 მაისი, 2018 , 13:45

ძიუდოისტები გამოეხმაურნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის 5-პუნქტიან შეთავაზებას. ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის შეფასებით, სპორტსმენების მიერ „ვინმეს მიყვანაზე“ საუბ

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

24 მაისი, 2018 , 13:25

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 84 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს, ხოლო 59-ს საპატიმრო სასჯელი შეუმცირდებათ. მისივე თ