უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2018 15:40
font-size

სოციალური ქსელი წალეკა ქართულენოვანმა ანტისემიტურმა კომენტარებმა და სტატუსებმა და მხოლოდ ახლა გაახსენდათ „სათვისტომოში“ - გიორგი ბერნშტეინი

ქართული მედიით ვრცელდება ქართველ ებრაელთა სათვისტომოს განცხადება, რომელიც გმობს „მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ“. განცხადებას არ ახლავს კონკრეტული ხელმომწერი, ამიტომ გაუგებარია, ვის აქვს უფლება სათვისტომოს სახელით ილაპარაკოს, - წერს ფეისბუქის მომხმარებელი გიორგი ბერნშტეინი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

,,ძნელი მისახვედრი არ არის ამ განცხადების მიზანი - წინასაარჩევნოდ ასიამოვნონ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე და როგორც ჩანს, გათვლაც საკმაოდ მერკანტილურია - რაც უფრო მეტად გაირჯებიან, „ზემოთ“ მით უფრო მეტსაც დაიმსახურებენ. „სათვისტომოს“ გულწრფელობაში ეჭვს ვერ შევიტანდი, რომ არა მისი ზოგიერთი აქტივისტი წევრის საყოველთაოდ ცნობილი პოზიცია, უფრო სწორედ სრული გულგრილობა და უმოქმედობა საქართველოში ბოლო წლებში გამოვლენილ ანტისემიტურ გამონათქვამებსა და გამოხტომებზე. მეტიც, ჩემი მხრიდან ანტისემიტიზმის ფაქტებზე პროტესტს ქართველ ებრაელთა ფსევდოლიდერების მხრიდან კონტრპროტესტი მოყვებოდა. ბოლო ორი წელია ლანძღვის მთავარი ობიექტი მე ვარ მათთვის. ითხოვდნენ, ხმა არ ამომეღო, ანდა, მათი აზრით, მე ვაზვიადებდი და წარმოვაჩენდი ფაქტებს მუქ ფერებში. არ ვიცი, ვის გულისხმობენ ქართველ ებრაელთა სათვისტომოში, მაგრამ მე არ მსმენია ამ ადამიანების ხმა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ქართველი პროფესორი ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერიდან ებრაელებს მცხეთის მითვისებასა და მესამე ტაძრის აშენების მცდელობაში ადანაშაულებდა; როდესაც ისრაელის აეროპორტში საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა არშეშვება არაქართველ ებრაელებს დაბრალდა; ასევე, როდესაც ცნობილმა ქართველმა პოეტმა ქალმა ქართველი ებრაელების თანდასწრებით ებრაელობა ქრისტეს მკვლელობაში დაადანაშაულა, პოეტი კი სცენიდან ტაშით გააცილეს; როდესაც გორის სინაგოგა გაიძარცვა და სეფერთორა დააზიანეს, ეს უბრალო კრიმინალად შეირაცხა; წლებია გურიაში მცხოვრები ებრაელი ფერმერი იდევნება მხოლოდ იმის გამო, რომ დავითის ვარსკვლავს ატარებს და ებრაელია; სოციალური ქსელი წალეკა ქართულენოვანმა ანტისემიტურმა კომენტარებმა და სტატუსებმა და მხოლოდ ახლა გაახსენდათ „სათვისტომოში“, სააკაშვილის წამოცდენაზე (რაც ჩემთვის მიუღებელია!) შემოკრან განგაშის ზარები. პატივცემულო განცხადების ავტორებო, იოლად იშიფრებით, ძალიან იოლად, ამას მე გეუბნებით, ჟურნალისტი, რომელსაც არაერთი მსგავსი მაამებლური განცხადება მოუსმენია, უნახავს, ისტორიას კი ის სანაგვის ყუთში მოუსროლია. სამწუხაროდ, ქართველ ებრაელთა ერთი ნაწილის, განსაკუთრებით მედროვეთა მდგომარეობას, სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ოპორტუნიზმი, მონური, შემგუებლური დამოკიდებულება ებრაელობასთან დაკავშირებულ პრობლემებისადმი. ასეთი კატეგორიისთვის მთავარია თბილად იყოს, სად, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

ბედნიერი ვიქნებოდი, ზემოხსენებული განცხადების ავტორებს ანტისემიტიზმზე რეაქცია აქამდე რომ ჰქონოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ სხვა მუცლის გვრემა აქვთ“, - წერს გიორგი ბერნშტეინი.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი