უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2021 15:41
font-size

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის მეთაურმა მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერო-ს მიერ არის დაწესებული.

ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება, როგორც მათ ღირსეულ ცხოვრებას, ასევე საზოგადოების ძლიერებას განაპირობებს. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მომუშავე მრავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“.

ამდენად, ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. 2014 წელს მოვახდინეთ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია. ამით, ერთი მხრივ, ვაღიარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, ვიკისრეთ შესაბამისი ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ამ ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, გასულ წელს ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის კოორდინირებით, სამინისტროებმა, სახელმწიფო უწყებებმა და 64-ვე მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2021 წლის წლიური სამოქმედო გეგმები, რაც სწორედ ახალი კანონით დადგენილი ვალდებულებაა. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ძლიერდება სოციალური დაცვის პროგრამები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის.

„ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი – 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს ბიუჯეტი გაიზრდება 52 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისისა და ახალი მომსახურებების დაფინანსება.

ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც წელს შეიქმნა ჩვენი გადაწყვეტილებით.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციების, ასევე, ეროვნული ვალდებულებების კოორდინაციას და შესრულებას.

ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა და მისი პირველი, დღევანდელი სხდომა. კომიტეტს პირადად ჩემი და მთავრობის სახელით სრულ თანადგომას ვუცხადებ და ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ საკითხის ხელშეწყობას და განვითარებას ქვეყანაში. დღევანდელ კომიტეტს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქ მობრძანდა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით – გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით შედგა.

ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0696 ლარი გახდა

26 იანვარი, 2022 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0696 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0720 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს

26 იანვარი, 2022 , 17:09

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს. "27 იანვარს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას წარვუდგენ სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს

თბილისის მერიამ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო

26 იანვარი, 2022 , 16:44

თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დედაქალაქის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო. კახა კალაძის თქმით, პროექტი ეტა

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

26 იანვარი, 2022 , 16:36

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჯანდაცვი

მეტრომანები არ უქმდება - თბილისის მერია

26 იანვარი, 2022 , 16:22

თბილისის მერიის განმარტებით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე სრულად

მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები...აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა - მიხეილ სააკაშვილი

26 იანვარი, 2022 , 16:10

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ, - ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი