უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 16:00
font-size

სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გადახედოს და შეცვალოს სოციალური დახმარების შესახებ არსებული კანონმდებლობა.

ომბუდსმენის აზრით, კანონი დისკრიმინაციულია, რადგან ოჯახის ერთი წევრის გამო, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა საჭირო კრიტერიუმები სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად, დანარჩენებს უკვე არსებული სოციალური დახმარება ეხსნებათ.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველი წერილს გთავაზობთ:

„2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი 7-სულიანი ოჯახის წევრია. მისი მეუღლე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობა. განმცხადებელი და მისი შვილები სარგებლობდნენ სოციალური დახმარებით, თუმცა, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოჯახს მისი მეუღლე შეუერთდა.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილია, რომ სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს „საკუთარი და ოჯახის დეკლარაციის მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი“. განმცხადებლის მეუღლემ ვერ მოახერხა ბინადრობის მოწმობის წარმოდგენა, რის გამოც სოციალური დახმარება მთლიან ოჯახს შეუწყდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სოციალური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, ერთი პირის სამართლებრივმა მდგომარეობამ გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა პირების - განმცხადებლისა და მისი შვილების, უფლებრივ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც იქმნება ისეთი სამართლებრივი რეალობა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების უფლება ერთმევათ პირებს, რომლებსაც სრული ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაბამისობა აქვთ აღნიშნული სიკეთის მისაღებად.

სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუწოდა, სოციალური დახმარების შესახებ არსებული კანონმდებლობა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ ოჯახის ერთი რომელიმე წევრის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობამ არ გამოიწვიოს სხვა წევრებისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა“, -ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი