უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 14:05
font-size

სოზარ სუბარი გორში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორში დევნილთა პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოზარ სუბარმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო და დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია, რომ თანხა იმ ადამიანებზე დაიხარჯოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სოზარ სუბარის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილებისთვის გამოყოფილ თანხას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება და ის ისევ დევნილებს მოხმარდებათ. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება იმ დევნილებისთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები. ცვლილებები არანაირად არ ეხება დევნილის სტატუსს, სტატუსი უნარჩუნდება ყველა დევნილს, როგორც დაბრუნების უფლება.

სოზარ სუბარმა გორში გამართულ შეხვედრაზე „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება.

შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინა.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა

4 მარტი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3190 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური

4 მარტი, 2021 , 16:49

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციურ

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს

4 მარტი, 2021 , 16:00

წარმომადგენლები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა თბილისიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს და ამ ფო

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

4 მარტი, 2021 , 14:50

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები მესტიაში სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორ

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

4 მარტი, 2021 , 14:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი

4 მარტი, 2021 , 14:50

ქუთაისის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი მეცნიერთა კონგრესის წევრებთან და ეკოლოგებთან ერთად აქტიურად არის ჩართული რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში. ის მწავავე შეფასებას აძლევს ნამაჰვანჰესის მშენებლობაში საქართვე