უკან

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2020 16:35
font-size

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა არ მომხდარა და სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

„2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში, მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

2020 წლის 22 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ (ბრალდებულია საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – ოჯახში ძალადობა) და მსჯავრდებულებმა გ.შ.-მ (მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 276-ე მუხლის II ნაწილით, – ქურდობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევა) და შ.ჭ.-მ (მსჯავრდებულია 179-ე მუხლის II, III ნაწილებით, 177-ე მუხლის III, IV და 160-ე მუხლის III ნაწილით – ყაჩაღობა, ქურდობა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე მრავლობითი ჭრილობების სახით.

პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით), რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე სპეციალურად პატიმრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი.

ვგმობთ ჟურნალისტების უკანონო მოსმენის პრაქტიკას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2338 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავა

მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენითაა გაჯერებული - კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ანგარიში

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კომუნიკაციების კომისია მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. პირველ შუალედურ ანგარიშში წერია, რომ მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული. კომუნიკაციების მარეგული

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. „2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონი

წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ „ემპათიამ“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

ცენტრმა „ემპათიამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ემპათიადან" აცნობეს. როგორც ინფორმაციაშია აღ