უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2017 12:45
font-size

სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში - გიორგი კვირიკაშვილი

სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მიერ ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ მზარდ ტენდენციას ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანების უფრო და უფრო მეტი ჩართულობისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედისმომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით, ასევე გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ; ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამემამულეს, რომელმაც წვლილი შეიტანა უცხოეთში ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის უძრავი ქონების შეძენის საქმეში. ამას უდიდესი როლი ენიჭება ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.

მინდა, თითოეული ჩვენი თანამემამულის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ ის მთელი ამ 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენი პატრიარქისგან. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ განსაკუთრებული სითბოსთვის და განსაკუთრებული ზრუნვისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომლიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

შაქარაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება - შალვა ნათელაშვილი

11 ივლისი, 2020 , 15:10

შაქარაშვილის მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელის ტრაგედიით მთელი ქვე

მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 14:45

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ლელა ჭანკვეტაძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყე

“ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან” - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

11 ივლისი, 2020 , 14:45

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამი

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11 ივლისი, 2020 , 12:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - მარინა ეზუგბაია

11 ივლისი, 2020 , 12:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. „გუშინ ქვ

პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

11 ივლისი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს.  პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე