უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 15:15
font-size

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა, ისე რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წინასწარ არც კი დაუკავშირდა ინფორმაციის მიღების მიზნით, გაავრცელა ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე სელეპანოვის ინტერვიუ, რომელიც დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო"-ს წევრია.

"ინტერვიუში ა. სელეპანოვი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ის მოცემულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2016 წლამდე და შესაბამისად, მისი განცხადებები ვერ გამოდგება სახალხო დამცველის იმ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებლად, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2019 წელს გათავისუფლებამდე, სწორედ საპატიმროდან, ა. სელეპანოვმა უმაღლესი განათლების მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ა. სელეპანოვმა პატიმრობისას შეისწავლა ესპანური და თურქული ენები, დაამთავრა კულინარიის, ბიზნესის მართვისა და მინანქრის კურსები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ამ ყოველივეს ფონზე, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ პენიტენციური სამსახური ვერ მართავს პენიტენციურ დაწესებულებებს და მათში გამეფებულია კრიმინალურ ავტორიტეტთა მმართველობა. თუმცა, გასაგებია, რომ ამჟამად ა.სელეპანოვი ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგის პოზიციიდან პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ა. სელეპანოვი 2013 წლის 9 აპრილიდან სასჯელს იხდიდა იმისათვის, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა მანქანას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, გადავიდა საპიროსპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა სხვა მანქანას, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მოცემული მანქანის მძღოლი და ორი მცირეწლოვანი (1 და 3 წლის ბავშვები), ხოლო ერთი სრულწლოვანი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

2019 წლის 23 მაისიდან ა. სელეპანოვი პრობაციონერია.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მისი პირობითი ვადის სასჯელის დასასრულია 2020 წლის 9 ოქტომბერი.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი