უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მარტი, 2019 17:02
font-size

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც. ამჯერადაც, ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია, სხვებს შორის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმემ და დანაშაულების ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა სხვადასხვა დანაშაული ჩადენილი.

2019 წლის 24 იანვრის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2019 წლის 25 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხის გადაუწყვეტლად, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს, რომელსაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის 5 მარტს მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 20 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი თავიდან განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელიც საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილის საქმეზე ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ ხელახლა, 5 აპრილამდე უნდა უნდა იმსჯელოს.

ადვოკატის თქმით, დღეს ამოიწურა ვადა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს შეეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა.

ჩივიაშვილის განცხადებით, დღეიდან ძალაში შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ მერაბიშვილს უსაფუძვლოდ უთხრეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი.

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

4 ივნისი, 2020 , 12:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს,

შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

3 ივნისი, 2020 , 21:51

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც უწყებ

თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

3 ივნისი, 2020 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერ

დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

3 ივნისი, 2020 , 11:40

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მო

ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

2 ივნისი, 2020 , 15:00

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ. ი. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის

ქუთაისში პოლიციელების მიმართ ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2 ივნისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!