უკან

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2017 18:40
font-size

სპეციალური ვიწრო სპეციალიზაციის შექმნით გაუმჯობესდება ბიზნესგარემო - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას.

დეპუტატის თქმით, ამ ცვლილებით გაუმჯობესდება ბიზნესგარემო, ხოლო ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის წინაპირობა ბიზნესმენების წინადადება იყო.

„მინდა მივესალმო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა ვიწრო სპეციალიზაცია, რომლის მიხედვითაც 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს 4 მოსამართლე განიხილავს. ამ ცვლილებით დაიზოგება არა მხოლოდ დრო, ხარჯები და ადამიანური რესურსი, არამედ გაუმჯობესდება ბიზნესგარემო, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებას, წარმოების განვითარებას და ინვესტიციების ზრდას. ასევე, აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას წინაპირობად უდევს ბიზნეს სექტორის ინტერესების გათვალისწინებაც“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, რაც გულისხმობს, რომ კომერციული დავების განხილვაზე სპეციალურად შერჩეული ოთხი მოსამართლე იმუშავებს. კომერციული დავების განმხილველი სპეციალური ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო კოლეგიაში და ის მიმართული იქნება გაჭიანურებულ კომერციულ დავებზე.

ანა მებურიშვილი

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს