უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 აგვისტო, 2022 13:31
font-size

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ 2022 წლის 1 მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 40 პირი, რომელთაგანაც დაკავებულია 17

6 ოქტომბერი, 2022 , 12:36

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ პრესრელიზს ავრცელებს

5 ოქტომბერი, 2022 , 15:47

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ პრ

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

5 ოქტომბერი, 2022 , 15:16

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დ

თბილისში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

5 ოქტომბერი, 2022 , 12:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.ჭ., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

4 ოქტომბერი, 2022 , 11:39

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფო

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა

30 სექტემბერი, 2022 , 16:03

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და სამტრედიაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე შსს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ამავე უწყების ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა. სპეციალურმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი