უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 17:30
font-size

სპეცოპერაციის დროს მიყენებულ ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს - ნინო ლაცაბიძე

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დღეისათვის 57 800 ლარი შეადგინა - ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

ლაცაბიძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას, ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი დაურიგდება. ისნის რაიონის მაჟორიტარის განმარტებით, 500 ლარი სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ 8 ოჯახს, ანუ 35 ადამიანს, ერთჯერადად გადაეცემა, ხოლო ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.

ნინო ლაცაბიძე ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, პირველადი დახმარების სახით, დაზარალებულებს 9 900 ლარი იმ დღესვე დაურიგდათ.

„8 ოჯახი გადანაწილებულია სამ სასტუმროში და მათი სასტუმროში ცხოვრების ხარჯები მერის ფონდიდან ფინანსდება. დღეისათვის ეს თანხა 30 392 ლარს შეადგენს. აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანაზე რაიონის გამგეობა მუშაობს. ხოლო მას შემდეგ რაც ზარალი დაითვლება, მას მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაზიანებულ ავტომობილებს, ლაცაბიძის თქმით, მათი აღწერა დღესაც მიმდინარეობს და ზარალის შეფასების შემდეგ, ხარჯებს სახელმწიფო ასევე სრულად დაფარავს.

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

22 იანვარი, 2020 , 11:00

85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გამს

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 იანვარი, 2020 , 10:20

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 22 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „მედიანიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2020 , 16:25

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

21 იანვარი, 2020 , 15:35

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო

რუსთავში მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა

21 იანვარი, 2020 , 15:15

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი მამა-შვილი დილით სახლ

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2020 , 13:50

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`