უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 დეკემბერი, 2018 16:55
font-size

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. კერძოდ, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.

ქართველმა სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია 7 პირი, აქედან უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი "დონბაისის" წევრი ლუკა ჩხეტიაა, რომლის ოჯახიც აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.

შსს-ის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტასა და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

„კარწახში“ არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

21 იანვარი, 2020 , 13:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

21 იანვარი, 2020 , 11:35

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. როგორც “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმა

წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგ

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21 იანვარი, 2020 , 11:05

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი – 1969

ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე, კონვენციის ოთხ ფუნდამენტურ მუხლზე დარღვევის მითითებით გასაჩივრდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

20 იანვარი, 2020 , 15:15

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გა

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 იანვარი, 2020 , 13:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`