უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2017 21:01
font-size

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, სამი კი ლიკვიდირებულია - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 1 წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

გიორგობიანის განცხადებით, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო დაშავდა სუს-ის 2 და შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.
დანაშაულებრივ ჯგუფზე დაკვირვება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

გიორგობიანმა მადლობა გადაუხადა ყველა სამართალდამცველს, ვინც იღებდა მონაწილეობას სპეცოპერაციაში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია.

ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი, ამასთანავე დაჭრილია შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. სუს-ი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებით დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებდა, საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიბები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.

სუს-ის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრამელსა და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.

ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცვლებთან“, - განაცხადა გიორგობიანმა.
სუს-ის პრესსამსახურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში უწყება საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი