უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2017 16:00
font-size

სპეცოპერაციისას დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია

ისანში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი არა ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევი, არამედ საედ დუდაევია. ამის შესახებ „იმედს“ განუცხადეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს, რომელსაც მის განსახილველად 72- საათიანი ვადა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პროცესი სააპელაციო სასამართლოში.

„განაცხადი 20 წუთის წინ შემოვიდა და საქმე დაეწერა მოსამართლე მიროტაძეს განსახილველად. დიდი ალბათობით პროცესი დღეს ვერ გაიმართება“, - უთხრეს „იმედს“.

დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ უკვე გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა და თითქმის 20 საათი გაგრძელდა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციას ემსხვერპლა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო 4 სამართალდამცველი დაშავდა.

ანა მებურიშვილი

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ