უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 13:50
font-size

სპეცსამსახურები ცდილობენ განახორციელონ ზეწოლა კომისიის წევრებზე - არასაპარლამენტო ოპოზიცია ამომრჩეველს მიმართავს

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. 14 პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საუბნო კომისიებში სუს-ის წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით არიან წარმოდგენილები.

„ისინი ქმნიან ისეთ განწყობას, რომ აკონტროლებენ ყველაფერს. მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ ისინი ვერაფერს ვერ აკონტროლებენ, თუ ვის მიეცით თქვენ ხმა. ამის გაგება მათ არ შეუძლიათ. ამ აქტივობებით, სპეცსამსახურები ცდილობენ განახორციელონ ზეწოლა კომისიის წევრებზე.

კიდევ ერთი ფაქტი - პოლიციის თანამშრომლები მასიურად ყველა უბანში და არამხოლოდ თბილისში მიდიან ოჯახებში და მეტნაკლებად კრიმინალური წარსულის ადამიანები გამოყავთ გარეთ, რათა მათ ზემოქმედება მოახდინონ ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩეველზე“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

თავის მხრივ, "საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ უბნებიდან ხდება ფოტოების გადაგზავნა, ვინ რა ნომერი შემოხაზა.

გარკვეულ უბნებზე არამარკირებული ადამიანები შედიან და ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირადობის ნომერს იწერენ, ვინ მისცა ხმა.

საარჩევნო ბლოკ ”ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველს არ ეხმარება, რომ იპოვოს თავის თავი სიაში.

„როგორც ჩანს, დავალებაა, რომ რაც შეიძლება მეტად აუბნიონ ამომრჩეველს გზა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამომრჩეველს მიმართა ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

,,ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა წარმოუდგენელი მობიზლიზაცია ადმინისტრაციული რესურსის. უბნებთან დგანან გამგებლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ითვლიან თავიანთი მომხრეების მოსვლას. თქვენ თუ არ მოხვალთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მომხრეები, გამოვა, რომ არჩევნებში დაიწერება მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი და დაშინებული ადამიანების ხმები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი