უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2018 11:10
font-size

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისანგარიში მოისმინეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცნობას დაეთმო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყანაში სპორტის განვითარების და კონკრეტულად, ძალოსნობისმიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალოსნობის ფედერაცია ერთ- ერთ წარმატებულ ფედერაციას წარმოადგენს, რასაც ძალოსნების მიერ მოტანილი შედეგებიც მოწმობს. მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის სახელით ქართველძალოსანს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს მიღწეული შედეგების გამო მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშრებით, ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით , ეროვნული ფედერაციის დევიზს „ერთად საქართველოსთვის“ წარმოადგენს დაფედერაციის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული მიღწევებია. მისივეგანცხადებით, დღეისათვის ფედერაცია 700-მდე სპორტსმენს აერთიანებს და მათი რიცხვი ყოველწიურად იზრდება, რაც ძალოსნობის მიმართ დაინტერესებაზე მიუთითებს. კახი კახიაშვილმა 2019 წლის ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო და აღნიშნა, რომ წარმატებულად და ორგანიზებულად ჩემპიონატის გამართვა ქვეყნისსაერთაშორისო იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.

ფედერაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე მოხსენება ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რამაზ გურგენიძემ წარმოადგინა. მანმოკლედ მიმოიხილა ფედერაციის ჩამოყალიბების ისტორია და ცნობილი ქართველი ძალოსნების მიერ წლების განმავლობაშიმოპოვებულ გამარჯვებებზეც ისაუბრა.

„დღეისათვის საქართველოს 4 ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი პრიზიორი ჰყავს.ქართველ ძალოსნების მიერ მოპოვებულია 11 ოლიმპიური მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის 29 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონატებში 41 ოქროს მედალი.

2017 წელს ძალოსნების ანგარიშზე 52 მედალი, ხოლო 2018 წელს 77 მედალი და 10რეკორდი ფიქსირდება“, - განაცხადა რამაზ გურგენიძემ.

მომხსენებელმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, პრობლემურ საკითხებს წარმოადგენს თბილისში ვაკის დარბაზის მწყობრშიჩაყენება და დაბა ჩაქვის დარბაზის რეკონსტრუქცია.

ძალოსნობის ფედერაციის მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენისას, სხდომაზე მოხსენებებით ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი წარსდგნენ. გამომსვლელებმა ძალოსნობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ძალოსნობის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობა კომიტეტის წევრებმა შეაფასეს და მიღწეული შედეგების გამო მადლიერება გამოთქვეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა კომიტეტის წევრებს სხდომაზე მოწვევისთვის და იმ საკითხების გაცნობისთვის,რომლებსაც ფედერაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაფასა.

მისი განცხადებით, ფედერაცია თავისი საქმიანობით დიდ საქმეს აკეთებს და ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი სიხარული მოაქვს. მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია რომ წარმატებულად გაგრძელდეს დაწყებული საქმე, რაც ძალოსნობისგანვითარების ხელშეწყობას და ზოგადად, სპორტში ჩართულობის გაზრდას გულისხმობს.

„მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მათშორის მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის კუთხითაც, რომელიც არა მხოლოდ ქართველ სპორტსმენებსმოემსახურება, არამედ შესაძლოა რეგიონის დონეზეც კი მოხდეს მისი დატვირთვა. ეს საერთო საქმე კი ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაგრძელდეს და კომიტეტი მზად არის გვერდში დაუდგეს და მხარი დაუჭიროს ძალოსნობის ფედერაციის იმ ინიციატივებს, რაც მის განვითარებას და პოპულარიზაციას წაადგება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ ძალოსნებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

NS

გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ - ადვოკატთა ასოციაცია

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას. როგორ

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბული

ფქვილის მარაგებს წყალობით რამდენიმე თვე ვახერხებდით, რომ პურზე დაბალი ფასი შეგვენარჩუნებინა - „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

პურის მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ გოგიშვილის განცხადებით, კომპანია ფქვილის მარაგების წყალობით რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა ძველ ფასს. მისი

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალ

დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge, სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

დღეს,  18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს,

კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ხშირი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებენ - ნარკოლოგი

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ნარკოლოგ თათა ასათიანის განმარტებით, ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიებად არ ყოფენ, რადგან ორივე ჯგუფი საზიანოა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ხშირი მოხმარების შემთხვევაში ე.წ. კლ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`