უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

16 სექტემბერი, 2017 11:10
font-size

,,სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, ბერლინში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა გაიხსნა

ბერლინის ერთ-ერთ ფეშენებელურ საქმიან რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა.

ინფორმაციას ,,სპუტნიკ აბხაზია“ ,,სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვიცე-პრეზიდენტ, თამილა მერცხულავაზე დაყრდნობით ავრეცელებს.

დე-ფაქტო პალატის წარმომადგენლობას გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მატცკე უხელმძღვანელებს.

,,წარმომადგენლობის გახსნას წინ უძღვოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებების პროცესი, ასევე - წარმომადგენლობის რეგისტრაცია“, - აღნიშნა მერცხულავამ.

სააგენტოს ცნობით, წარმომადგენლობის გახსნას ესწრებოდა გერმანიაში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, სერგეი ნიკიტინი, გერმანიის ბიზნეს-წრეების ცნობილი წარმომადგენლები, მეცნიერები, ბუნდესტაგის დეპუტატები, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც სააგენტო წერს, ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის მხარდასაჭერად ღონისძიებაზე მივიდა ,,გერმანიაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გერმანიაში მცხოვრები ხილვა ამიჩბა.“

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა