უკან

საზოგადოება

6 ნოემბერი, 2018 13:40
font-size

სრულად ვეთანხმებით საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას ბრალდებულისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით - პარლამენტის 8 დეპუტატის განცხადება გორში მომხდარ მკვლელობაზე

გორში, 8 წლის ნანა ბერიაშვილის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტის 8 დეპუტატმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

დეპუტატების თქმით, ისინი იზიარებენ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას მკვლელობაში ბრალდებული პირისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით.

„ვეხმაურებით გორში მცხოვრები 8 წლის ნანა ბერიაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. უპირველეს ყოვლისა, ვუთანაგრძნობთ ნანა ბერიაშვილის ოჯახს, გორში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესა და სრულიად საქართველოს.

თითოეული ჩვენგანი სრულად იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას მომხდარის გამო და აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ ძალას აკისრია - დაიცვას ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და კანონის მთელი სიმკაცრით გაუსწორდეს მსგავს მოძალადეებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, სრულად ვეთანხმებით საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, სასტიკი მკვლელის, წარსულში ყაჩაღობის მუხლით ნასამართლევი 34 წლის იაგო ნებიერიძისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით. ამავდროულად, დარწმუნებული ვართ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას!“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, გოგი მეშველიანი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, ენზელ მკოიანი, თენგიზ ხუბულური, გიორგი ხატიძე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი