უახლესი ამბები
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
- 05.03.2021 10:20დღის კალენდარი - 5 მარტი
არქივი
კომენტარი


სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი, - ამის თაობაზე პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
“ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ!
საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია , რომ “ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!“, - წერს ელისაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
4 მარტი, 2021 , 21:18

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
3 მარტი, 2021 , 14:15

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
3 მარტი, 2021 , 12:55

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები
2 მარტი, 2021 , 14:55