უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2020 14:50
font-size

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი მსჯელობა იყო იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ როგორც პურის მწარმოებელთა, ასევე პურის მწარმოებელთა კავშირის ან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად ეს შეიძლებოდა ასახულიყო პურის ფასზე. ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ხელისუფლებასთან აქვთ დიალოგი და რომ გარკვეული სუბსიდირების სქემა განიხილებოდა. ჩვენ ამ ინფორმაციას ვადასტურებთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ რთული იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის საქართველოში. ამიტომ მუდმივად ვმუშაობდით, რეგულარულად ვხვდებოდით მწარმოებლებს, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე. დავაკვირდებით, როგორი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება, იცით რომ ხორბალი არის განსაკუთრებული საერთაშორისო ვაჭრობის საგანი და მის ფასს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. შესაბამისად, იმის მიხედვით, როგორი იქნება გლობალური ფასები ხორბლის ფქვილზე, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ჩვენ შევაფასეთ მომდევნო 3-4-თვიანი პერიოდი და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ინტერვენცია ამ მომენტისთვის იყო საჭირო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში არსებობდა ხორბლის საკმარისი მარაგები, დაახლოებით 100 ათას ტონაზე მეტი მთელი შემოდგომის განმავლობაში, რაც ფასის დაბალანსების საშუალებას იძლეოდა, თუმცა სექტემბრიდან ხორბალზე ფასი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საკმაოდ გაძვირდა - ზრდა დაახლოებით 200-დან 270 აშშ დოლარამდე იყო, რაც მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნიდა ხორბლის ფქვილის ფასის გასაზრდელად და ეს ჯაჭვურად აისახებოდა ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქციის ფასზე.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ მწარმოებლებთან ერთად იმისთვის, რომ ერთის მხრივ მარაგები საკმარის ნიშნულზე გვქონოდა ქვეყანაში, არ ყოფილიყო წყვეტა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების კუთხით და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ ისეთი ტიპის სუბსიდირებას, რომელიც ვფიქრობ, მისაღებია ორივე რგოლისთვის. იყო მუდმივი მუშაობა როგორც დიდ წისქვილებთან, რომლებიც არიან ხორბლის ფქვილის მწარმოებლები, ისე პურის მცხობელ კომპანიებთან, რადგან ეს არის მჭიდროდ დაკავშირებული მიწოდების თუ წარმოების ჯაჭვი და ორივე მხარე უნდა თანხმდებოდეს პირობებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბაზარზე რაიმე სიურპრიზი არ იყოს და ამან მოსახლეობისთვის მდგომარეობა არ დაამძიმოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და ეს არის პირობა წისქვილებისთვის.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სუბსიდირება იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50-კილოგრამიან ტომარაზე, რის შედეგადაც პროგრამაში ჩართული წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენციაც იქნება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი და ეს სუბსიდირება სახელმწიფოს დაუჯდეს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ შედეგი მივიღოთ იგივე - არ გაიზარდოს არც ხორბლის ფქვილის და არც პურის ფასი. დაახლოებითი ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია თვეში 2-2,5 მილიონი ლარი, რაც მთელი პროგრამის ბიუჯეტს 10 მილიონამდე ლარით განსაზღვრავს“, - განაცხადა მინისტრმა.

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

16 იანვარი, 2021 , 15:00

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა. პარ

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს. „აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფ

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დ

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი

15 იანვარი, 2021 , 19:59

ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნ

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

15 იანვარი, 2021 , 19:35

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური