უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2021 12:07
font-size

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი.

„გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებთან.

ხალხთან ურთიერთობის ეს სტილი დიდი ხანია დამკვიდრდა ხელისუფლებაში. თუ აქამდე ვამბობდით, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე არათუ არსებობს, არამედ პრაქტიკულად მკვდარია, დღეს უკვე პირდაპირ შეგვიძლია აღვნიშნოთ მისი აგრესიულობა. სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება.

ფაქტი სახეზეა: რის უფლებასაც ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას, ის სასიკეთოდ კი არა, უბედურებად უბრუნდება უკანვე ხალხს. შედეგს ყველა ვხედავთ - მდიდარ ქვეყანაში ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად, რომ ეს არის მდიდარი ხელისუფლების, საბანკო კაპიტალისა და პოლიტბიზნესმენების, დანგრეული ეკონომიკის, გაპარტახებული სოფლის მეურნეობის პოლიციური სახელმწიფო.

აშკარაა, რომ ხელისუფლების თავხედობა აზროვნებისათვის მიუწვდომელ მასშტაბებში გადავიდა. საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ხალხს არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას, მიწის მეპატრონეს არათუ საკუთარ ეზოში არ უშვებენ, მის დაუკითხავად მიწას ხნავენ და ეპატრონებიან.

საერთოდ. ხალხს იმის ღირსად არ თვლიან, რომ პასუხი გასცენ ელემენტარულ კითხვებს, თუნდაც ზოგადქართულს: რატომ გადაეცა ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული ხეობა მტელი ქონებითა და წიაღისეულით უცხოურ კომპანიას? რატომ არის ხელშეკრულება ხელმოწერილი კაბალური პირობებით?

დარწმუნებული ვართ, რომ ყოველი მოაზროვნე ადამიანი მხარს უჭერს მეცნიერთა კონგრესის პოზიციას რიონის ხეობასთან დაკავშირებით კონფერენციის მოწვევის თაობაზე. ეს უმტკივნეულო წინადადებაც კი უგულებელყოფილია, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა ენერგეტიკულ პროექტთან, არამედ ქვეყნის საზიანოდ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან“, - ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში, რომელიც დღეს, 14 საათზე მეცნიერთა კონგრესის წევრებთან ერთად შეუერთდება ხეობის დამცველთა მშვიდობიან აქციას.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა

9 ივნისი, 2023 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6102 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი

9 ივნისი, 2023 , 17:05

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელი

გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა - ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

9 ივნისი, 2023 , 15:56

ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა 259-ე მუხლით დაიწყო. საუბარია  ​ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკი მოპყრობაზე.  მომხდარის შესახებ სოციალურ

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

9 ივნისი, 2023 , 14:58

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. ორგანიზაციის წარმ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 13.7%-ით ნაკლებია

9 ივნისი, 2023 , 14:13

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე&

საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს

9 ივნისი, 2023 , 13:12

სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი