უკან

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 12:10
font-size

სს „მეტრო ჯორჯიამ“ დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სს „მეტრო ჯორჯიას“ მიერ ავტოსანტრანსპორტო საშუალებაში ბილეთებისა და ადგილების სქესის მიხედვით განაწილების მხრივ არსებული საკითხის შესწავლა, ვინაიდან მიიჩნია რომ აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა ქალების და მამაკაცების ერთმანეთისგან სეგრეგაციის წამახალისებელი იყოს.

რეგულაციის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს მხოლოდ თავისივე სქესის ადამიანის გვერდით შეიძინოს სამგზავრო ბილეთი. კომპანიის განმარტებით, ბილეთების მსგავსი წესით გადანაწილება თავად მომხმარებლის მოთხოვნაა, ვინაიდან სურთ, რომ ღამის საათებში თავისივე სქესის წარმომადგენლის გვერდით იმგზავრონ, - აცნობეს მედიანიუსს სახალხო დამცველის აპარატიდან.

დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა სს „მეტრო-ჯორჯიას“ შესთავაზა, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე დაემატოს პარამეტრი, რომელიც ბილეთის შეძენის პროცესში მგზავრს მისცემს საშუალებას ელექტრონულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თანახმაა თუ არა მის გვერდით არსებული სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს.

აღსანიშნავია, რომ სს „მეტრო ჯორჯიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამული ცვლილება განხორციელდეს და კომპანიამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, რაც შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

სახალხო დამცველი მიესალმება სს „მეტრო ჯორჯიას“ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მოქალაქეთა განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, თავიანთი საქმიანობისას დაიცვან თანასწორობისა პრინციპი.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი