უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2021 18:25
font-size

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით` მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა.

როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მერვე მიმოხილვის დასრულებით მთავრდება სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელმაც საქართველოს შოკების მიმართ მდგრადობა და COVID19 პანდემიასთან წარმატებით გამკლავების უნარი გაზარდა.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას 2021 წლის მეორე კვარტლიდან განაახლებს და წლის განმავლობაში მშპ 3.5 პროცენტით გაიზრდება. გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების შენარჩუნება ეკონომიკის აღდგენის პროცესს უფრო მდგრადს და ინკლუზიურს გახდის.

„ 9 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა ფორმალური განხილვის გარეშე1 დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.

გადაადგილებისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვებმა ეკონომიკური ზრდა შეაფერხა და 2020 წელს ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა. ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებას და მართებულად იყო მიმართული ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ. COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გავლის და ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე დგას. შემდგომი ნაბიჯების შედეგად, COVID-19 საბოლოოდ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ეკონომიკა აღდგეს და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა რთულ გარემოშიც შენარჩუნდეს. საბაზო პროგნოზით, სწრაფი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი.

2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აწვდის დამატებით მიზნობრივ დახმარებას მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესებს პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუ პანდემიის ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება გახდება საჭირო, პირველ რიგში, ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა უნდა გადაიხედოს. გაზრდილი სახელმწიფო ვალი და მნიშვნელოვანი პირობითი ვალდებულებები, სანდოობის შესანარჩუნებლად ფისკალური წესის დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი კვლავ არსებითია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება ხელს შეუწყობს ამ რისკების კონტროლსა და შემცირებას“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი შოკების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ 2019 წლის მეორე ნახევარში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი, 2020 წლის დასაწყისიდან პანდემიის გამოვლენას და, ასევე, ბოლო პერიოდში სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მერყეობის გადმოცემას, ლარი განმეორებადი ზეწოლის ქვეშ მოექცა.

„ საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს და ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად მიმართული სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს.

ფინანსურმა სექტორმა მომგებიანობა 2020 წელსაც შეინარჩუნა და საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდ საზედამხედველო პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს, ერთი მხრივ, აღდგენის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, პროაქტიულად გაუმკლავდეს უმოქმედო სესხების ზრდას. ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავება COVID-19 შოკის შედეგებთან გასამკლავებლად და განათლების რეფორმა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი