უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აგვისტო, 2016 16:25
font-size

სტადიონი ავტოფარეხების ნაცვლად - საბურთალოზე მესაკუთრეებმა ავტოფარეხები დაშალეს

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩის N16-სა და N20-ს შორის არსებულ შიდა ეზოში ოთხი ავტოფარეხის ადგილას სპორტული მოედანი მოეწყობა - ეს გადაწყვეტილება რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივებს პირადად გააცნო და მადლობა გადაუხადა ასეთი გამბედაობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის.

ბექა მიქაუტაძის განმარტებით, გამგეობა მზადაა განიხილოს ეზოების კეთილმოწყობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მცხოვრებლები დაშლიან უსახურ ავტოფარეხებს და გაათავისუფლებენ ტერიტორიას მათ უბნებში. ასეთ შემთხვევებში, გამგეობა მათთან ერთად შეათანხმებს ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და განახორციელებს კიდეც.

„საბურთალოზე იყო კიდევ რამდენიმე მისამართი, სადაც ავტოფარეხების მეპატრონეთა უმეტესობა შეთანხმდა მათ საკუთრებაში არსებული ფარეხების დაშლაზე და ჩვენმა სპეციალისტმა ეზოს კეთილმოწყობის დიზაინპროექტი მოამზადა, სადაც გათვალისწინებული იყო სპორტული და სათამაშო მოედანი, მოსასვენებელი ზონა და პარკინგი, თუმცა საკითხი საბოლოოდ ვერ გადაწყდა და შესაბამისად, ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ავტოფარეხის მესაკუთრეები ჩიქოვანის ქუჩაზე, რომლებმაც თავად დაშალეს ეს კონსტრუქციები, გამგეობამ კი დანაპირები აასრულა და იმ მასშტაბებში, რის საშუალებასაც ეს ტერიტოირია იძლევა, მცირე ზომის სპორტულ მოედანს მოვაწყობთ,“ - განაცხადა ადგილობრივებთან შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ეზოში ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, 120მ2 ტერიტორია გათავისუფლდა და სწორედ ამ ფარგლებში მოეწყობა მინი-სტადიონი.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი