უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ივნისი, 2019 14:45
font-size

სტამბოლში, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველებიც მონაწილეობდნენ - ვლადიმერ კონსტანტინიდი

არის ვერსია, რომ სტამბოლში ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, რომლებიც პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველები იყვნენ, თუმცა მათი მოქალაქეობა დაზუსტებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმასტამბოლში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.

მისი თქმით, საქართველოს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცესში ჩართულია საკონსულო.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო არის აქტიურად ჩართული, ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე.

წინასწარი მონაცემებით, მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ რუსეთის მოქალაქეები, მათგან დაჭრილია ორი ადამიანი. დანარჩენი ორი პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა მიიმალა. არის ვერსია, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად იყვნენ ქართველები, თუმცა მოქალაქეობა დაზუსტებული არ არის.

გადმოსვენებაზე ძალიან ოპერატიულად, მყისიერად ვრეაგირებთ. იცით, რომ გვაქვს სპეციალური მექანიზმი და სახელმწიფო არის ჩართული, ამიტომ გადმოსვენების მიმართულებითაც მუშაობს საკონსულო. გამოძიებაზეა დამოკიდებული ეს პროცესი, რადგან საუბარია კრიმინალურ შემთხვევაზე.

ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, ეს იყო საფოსტო გზავნილების ოფისი, სადაც სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, მოსთხოვეს იქ მყოფებს დაწოლა, დიდი ალბათობით ეს იყო ძარცვის მიზნით, თუმცა არ არის გამორიცხული კრიმინალური გარჩევა. ამ პროცესში მოხდა გასროლა, დაიჭრა ორი ადამიანი – თავდასხმის ობიექტები, შემდეგ თავდამსხმელებმა სცადეს მიმალვა, დააგდეს იარაღი და იმავე იარაღით მოხდა გასროლა და გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ - გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი, 2019 , 17:30

მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. - ეს განცხადება &b

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი - გერმანიის ელჩი

18 ივლისი, 2019 , 16:00

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვესაუბრე მედიის წარმომა

სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს - გია ვოლსკი

18 ივლისი, 2019 , 14:20

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. ვოლსკის განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს. „სტრასბურ

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ

18 ივლისი, 2019 , 11:15

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მისი დაცვის უფროსის, კობა კოშაძის დაპატიმრების ფაქტს და ამის გამო  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: “მ

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა

რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს