უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

„სტარტაპ საქართველო“ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება- იან კელი

საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის შეფასებით, საინვესტიციო პროექტი „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.

ამის შესახებ კელიმ მედიას ტექნოპარკში განუცხადა, სადაც გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიხსნა.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ეს გამოცდილების გაზიარებას ეხება“,-აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

გლობალური მეწარმოების კვირეულის სტუმრები მოისმენენ სტარტაპების წარმატების ისტორიებს, გაეცნობიან მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს.

ასევე, სტარტაპებს შორის იქნებიან საინვესტიციო პროგრამა ”სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული გუნდები, რომლებიც თავიანთ პროექტებს დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ქართული სტარტაპები, სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ