უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2019 15:00
font-size

სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც `მამაკაცური` და `ქალური` თანამდებობები უნდა დავამსხვრიოთ- ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო.

როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - PROLoG-ის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

ნათია მეზვრიშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა როლის გაძლიერებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

„მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ. მინდა მოვიყვანო წარმატებული პოლიციელი ქალების რამდენიმე მაგალითი. დღეს ჩვენ გვყავს ქალები მართლწესრიგის ოფიცრებად, ქალები პატრულ-ინსპექტორებად, ქალები მესაზღვრეებად, ქალები დეტექტივებად, ქალები, რომლებიც ბადრაგის ფუნქციებს ასრულებენ. ეს ადამიანები ატარებენ იარაღს, დასდევენ დამნაშავეებს, იცავენ საზღვარს და ისეთივე წარმატებით იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორი წარმატებითაც ფორმიანი მამაკაცები. ამიტომ

, ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც "მამაკაცური" და "ქალური" თანამდებობები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამსხვრიოთ და უნდა დავამსხვრიოთ იმ მაგალითებით, რომელ მაგალითსაც მე და სხვა პოლიციელი ქალები წარმოვადგენთ. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და მაგალითი მივცე პირველ რიგში პოლიციელ ქალებს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები. არ არსებობს მწვერვალები, რომლის დაპყრობაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ სამწუხაროდ, ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე ვიდრე მამაკაცებს,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ქალთა გაძლიერების ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის, ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესებში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ.

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldqu

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 , 17:19

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენ

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა

22 აგვისტო, 2019 , 16:20

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად ა

“გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღით ნივთირება რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!` - ნარკოლოგი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბათუმში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომა

`ქართული ოცნება` დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს - არჩილ გამზარდია

22 აგვისტო, 2019 , 15:00

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი არჩილ გა

მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსი გამოცხადდება

22 აგვისტო, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს