უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2018 12:30
font-size

სტიქიის შედეგად ჭუბერში სამი სახლი ჩამოინგრა, 21-ს კი დანგრევის საფრთხე ემუქრება - სოზარ სუბარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად სამი სახლი დაინგრა და 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება.

გვიან ღამით მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა და რამდენი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ჩამოინგრა ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი.

ჭუბერის თემის რწმუნებულის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მდინარეში წყლის დონემ დაიწია და რისკიც ნაკლებია, თუმცა ზოგიერთ ადგილას საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. როგორც მან პირველ არხს უთხრა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, ევაკუირებულია. მისი თქმით, რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

სინოპტიკოსების ცნობით, 7 ივლისს, დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, რომელიც 8-9 ივლისს შესუსტდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.

ცნობისთვის, ხუთშაბათს უხვი ნალექის გამო მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

28 მაისი, 2020 , 12:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28 მაისი, 2020 , 11:23

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2020 , 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ჩვენ მიზანია პირველ რიგში, სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, მეორე - მოქალაქის და კომპანიის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მესამე - კომპანიების გადარჩენა კრიზისის პერიოდში - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 18:56

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერ