უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 აგვისტო, 2018 16:30
font-size

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას არეგულირებენ და მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან.

მთელი ღამის განმავლობაში, კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები სტიქიით შედეგად დაზიანებულ გზებზე მძიმე ტექნიკის დახმარებით, ინტენსიურ გაწმენდითი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. დღეს, დილას მოხერხდა გზის აღნიშნული მონაკვეთის ნაშალისგან გათავისუფლება. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სტიქიის შედეგად, გურიის რეგიონში დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო. სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ხულოში ძლიერი ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და მამაკაცი დაიღუპა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:45

ხულოში, ღორჯომის თემში, ძლიერ ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს ერთდროულად გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტ

მესტიაში სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა. „ხანის

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა

19 ოქტომბერი, 2018 , 13:00

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნო

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვერ გახდებოდა - ექიმი

18 ოქტომბერი, 2018 , 17:45

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარი ექიმის, ნანა გიორგაძის განცხადებით, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვე

ქუთაისის საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე მოიწამლა

18 ოქტომბერი, 2018 , 17:30

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე მოიწამლა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი გაზის გაჟონვა ან სას

ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში დასრულდა

18 ოქტომბერი, 2018 , 16:45

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე ყველა დასახლებულ პუნქტში სანავიგაციო მონაცემების აღწერა დაასრულეს. ქვეყნის მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`