უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 იანვარი, 2019 17:41
font-size

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ფაქტების გამო მომჩივნების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე – „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე – „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციასსაქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქმე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბერს მომჩივნის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და შემდგომში ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების გადამეტების შედეგად მომჩივანმა მიიღო დაზიანებები, რაც უტოლდებოდა არაადამიანურ მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი, ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სტრასბურგის სასამართლომ წამების აკრძალვის (მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქმეს – „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივანი აცხადებდა, რომ 2007-2009 წლებში საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა უარი განაცხადეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რომლებსაც შეეძლოთ მისი უდანაშაულობის დადასტურება.

„საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის d ქვეპუნქტი) დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, შიდა სასამართლოების წინაშე წარედგინა მტკიცებულება (მოწმეთა დაკითხვის სახით), რასაც მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლო“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი