უახლესი ამბები
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მაია რჩეულიშვილის მიმართვა არ დააკმყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამშენებლო კომაპნია ცენტრ პოინტის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის მიმართვა არ დააკმაყოფილა.
როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, რჩეულიშვილის ადვოკატებმა სტრასბუირგის სასამართლოს სთოხვდნენ, რომ საქართველოს მთავრობისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, მაია რჩეულიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
ადვოკატების მიმართვაში მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ხაზგასმული.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმაც დაუდასტურა.
„მომჩივანი ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სტრასბურგის სასამართლოს დაეკისრებინა ვალდებულება, დროებითი ღონისძიების სახით, ბრალდებული გამოსულიყო საპატიმრო დაწესებულებიდან იმისათვის, რომ მისცემოდა მკურნალობის შესაძლებლობა. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს მთავრობის მხრიდან არც სასჯელაღსრულების და არც სამოქალაქოს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას ხელი არ ეშლება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მისი სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაში მიეღო საჭირო მკურნალობა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე