უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 ივლისი, 2018 17:25
font-size

სტრასბურგის სასამართლომ მოკლული ანა პოლიტკოვსკაიას ნათესავებისთვის კომპენსაციის სახით 20 000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მთავრობას „Новая газета“-ის მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ნათესავებისთვის მორალური ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 20 000 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეორე მუხლი დაარღვია, რადგან არ უზრუნველყო ჟურნალისტის მკვლელობის ეფექტური გამოძიება და არ დაადგინა მკვლელობის დამკვეტთა ვინაობა.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს ჟურნალისტის დედამ, დამ და შვილებმა.

ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს ჩეჩნეთის მკვიდრნი ლომ-ალი გაიტუკაევი და რუსტამ მაჰმუდოვი. სულ პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის 5 პირს პატიმრობა მიესაჯა.

2017 წლის ივნისში გაიტუკაევი ციხეში გარდაიცვალა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია.

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. - წერს პირველი არხი გამოცემა „ჰაარეცის“ (Haaretz) სტატიაზე დაყრდნობით. ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, 2017 წ

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერი

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

14 თებერვალი, 2019 , 11:35

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd &l

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახე იტალიური მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით „პირველი არხი“ იტყობინება. 21 წლის მამაკაცი კა

ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა

9 თებერვალი, 2019 , 17:13

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდის შტატებში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლებ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია

8 თებერვალი, 2019 , 14:45

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უ