უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 დეკემბერი, 2019 12:00
font-size

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდი პალატის მიერ გადასინჯვა იყო მოთხოვნილი.

შესაბამისად, მომჩივნების ყველა პრეტენზიასთან მიმართებით საბოლოო გახდა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც:

-დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას ყველა სასარჩელო მოთხოვნა;

-დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების - ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველო“-ს საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

-დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლეების თ. ურთმელიძისა და მ. თოდუას ეპიზოდები);

-დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლე ნ. გვენეტაძის ეპიზოდი);

-დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები;

-დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

სტრასბურგის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება, ყველა მის ზემოჩამოთვლილ ნაწილში, არის საბოლოო.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო - უგულავა

12 აგვისტო, 2020 , 17:55

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრა აუკრძალეს, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ვერ განუმარტეს, რის საფუ

„ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი

12 აგვისტო, 2020 , 17:20

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელია, სასამართლომაც სათანა

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

12 აგვისტო, 2020 , 16:00

გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საუბარია გიორგი შაქარაშვილ

ერთ თვეში უაქციზო თამბაქოსა და თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვავლინეთ - შემოსავლების სამსახური

12 აგვისტო, 2020 , 15:10

10 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლ

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

11 აგვისტო, 2020 , 15:40

გენერალური პროკურატურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს. ბრიფინგის პარალელურად უწყებამ გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანხმლები პირების დევნის ამსახველი ვიდეორეკონსტრუქცია წარმოად

საგამოძიებო სამსახურმა ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინა

11 აგვისტო, 2020 , 12:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე