უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 თებერვალი, 2017 12:00
font-size

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნა

ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომას, თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უძღვებიან.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის უახლეს ისტორიულ გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. მათ საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მნიშნელოვანი როლი აღნიშნეს ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვასა და ზედამხედველობაში.

ოფიციალური ცნობით, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის. „ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უახლოეს წარსულში. ძალიან ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით მიიღწევა. „ჩვენ, როგორც ასოცირების კომიტეტის წევრები, ამ პროცესში ვხედავთ საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ დროულად და ეფექტურად ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას სხვადასხვა მიმართულებით: საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თავისი გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული მისწრაფებები. „ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რადგან კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის არჩევანი არ არის, არამედ ეს არის ქართული საზოგადოების სურვილი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრა. „ჩვენი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია, რადგან ის, რისი მიღწევაც გვინდა, არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. თამარ ხულორდავამ ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ და ჯერ კიდევ განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება.

თამარ ხულორდავამ კომიტეტს ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პარტნიორებს, სფეროს გაუმჯობესებისთვის, პარლამენტის უმნიშვნელოვანესი ამოცანები გააცნო.

კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის საბოლოო დასრულებამდე დარჩენილი ეტაპების შესახებ მოხსენებით, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი წარდგა.

სხდომას სიტყვით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ მიმართა, რომელმაც საქართველოს უახლოეს წარსულში განხორცილებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და დადებითად შეაფასა ხელისუფლების საკონსტიტუციო რეფორმის გეგმა. მან პოზიტიური მოლოდინები გამოთქვა იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და სახელისუფლებო პარტიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქვს.

საკვანძო სიტყვები:

„ლელო საქართველოსთვის“ თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკური თანამშრომლობას სთავაზობს

5 ივნისი, 2020 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელო საქართველოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური თ

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას

5 ივნისი, 2020 , 11:57

„გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „გირჩიდან“ მე განვიხილებო

`ნაციონალური მოძრაობა“ თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს - ნიკა მელია

5 ივნისი, 2020 , 10:35

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტი

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

4 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომი

რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - გიგა ბოკერია

4 ივნისი, 2020 , 17:00

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მალე შედგეს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საერთო კანდიდატებზე თავიდანვე საუბრობდნენ, შეთანხმების ერთგულნი უნდა დარჩნენ, -ამის

საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის - დავით ბაქრაძე

4 ივნისი, 2020 , 15:35

„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. „მინდა, თავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!