უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აგვისტო, 2020 11:27
font-size

`სტრატეგია აღმაშენებლის` განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას კახა ლაბუჩიძე

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის დეზინფორმირებას ემსახურება.

"მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, ანა კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებას, თითქოს მმართველი გუნდი, პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამ ფაქტის მტკიცებულებად მან გაავრცელა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა კახიშვილთან ერთად გადაღებული ჩემი და ჩემი მეგობრების ფოტო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არათუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული შეხვედრა შედგა 24 ივლისს, პარასკევს, არასამუშაო საათებში საღამოს 20:00 სთ-ზე, შესაბაბისად, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსი რადგან, საქართველოს საარჩევნო კოდექსი იძლევა უფლებას აგიტაციაში მონაწილეობა მიიღო, ნებისმიერ დროსა და სივრცეში თუ აღნიშნული არ უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მითუმეტეს როცა საუბარია გამგებელზე, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირია და საარჩევნო კოდექსის მიხედვით არ ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.აქედან გამომდინარე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას",- წერს სოციალურ ქსელში ლაბუჩიძე.

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილ

სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზ