უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2021 15:13
font-size

სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების უკანონო მოსმენა მავნებლობა და დანაშაულია - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას და კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

მამუკა ხაზარაძე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება — "ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად ოცბების ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია."

"მას შემდეგ რაც სუსის ფაილები გავრცელდა და ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს უსმენენ, რამდენიმე განცხადება გავაკეთე.

კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება და ელჩის დაბარება ბრუსელში, ხაზგასმით ადასტურებს ამ პრობლემის სიმძიმეს. საქართველოს საგარეო იმიჯი, ისედაც შელახული, ბოლომდე ჩამოიშალა. ეს მოვლენები გვაკარგვინებს პარტნიორებს, ჩვენი ხელისუფლების, ეს უგუნური საქციელი, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. დაუჯერებელი და მავნებლურია ეს საქციელი, ერთის მხრივ ვითომ მიისწრაფოდე ევროპული ოჯახისკენ, დეკლარირებული გქონდეს 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებდე და მეორეს მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, საერთაშორისო კონვენციების უგულვებელყოფით, უკანონოდ უსმენდე და უთვალთვალებდე შენს სტრატეგჯულ პარტნიორებს, მეგობრებს და მათ წარმომადგენლობებს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე.

ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად ოცბების ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი