უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 თებერვალი, 2018 16:00
font-size

„სტრატეგიული პარტნიორობა“ არ ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას თურქეთისთვის! - ირმა ინაშვილი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული წარსული, ასევე დასავლელი პარტნიორების შეფასება თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ დეპუტატმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ტელეწამყვანების ნაწილი (კი, ბატონო, ერთეულებზე ვსაუბრობ) საერთოდ არ ეცნობა საერთაშორისო მედიასა და ჩვენი ქვეყნის გარეთ თუ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. არ ეცნობა ევროსტრუქტურების, ევროდეპუტატების, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს. კოლეგებო, დიდი ხანია თურქეთი არ ითვლება დემოკრატიულ სახელმწიფოდ... იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრია. ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის უფლებების დაცვის, პოლიტიკური ოპონენტების უფლებების დაცვის კუთხით თურქეთთან ღია პრეტენზია აქვს არაერთ ევროდეპუტატსა და ევროსტრუქტურას. ეს ერთი. მეორე- ყურადღება უნდა მიგვექცია იმ შეფასებებისათვის, რაც თურქი პედაგოგის თემაზე ყველაზე გავლენიანმა ევროდეპუტატებმა გაახმოვანეს. მათ პირდაპირ უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დააკვირდებიან, რამდენაც შეძლებს ჩვენი მთავრობა, გამოძვრეს თურქეთისთვის ანგარიშის გაწევის მოცემულობიდან. დავაკვირდეთ, ასევე, თურქეთ-ამერიკის ბოლოდროინდელ, პრაქტიკულად კრიზისულ ურთიერთობას. გამოვიტანოთ დასკვნები. გავთავისუფლდეთ ვიწრო აზროვნებისგან, რომ არაფრის თქმა არ შეიძლება თურქეთზე. იმის თქმაც კი, რაც ისტორიული რეალობაა, ისტორიული სიმართლეა. ვგულისხმობ ჩვენი მიწების 33%-ს, რომელიც თურქეთს აქვს მიტაცებულ-მითვისებული და რის გამოც, თურქეთი, საერთაშორისო ტერმინილოგიის თანახმად, დიახ, დიახ... ოკუპანტია. გამოვავლინოთ მეტი გაბედულება, გამოვავლინოთ ისტორიის მეტი ცოდნა, გამოვავლინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისადმი მეტი პატივისცემა, როცა თურქეთ-საქართველოს „სტრატეგიული პატრნიორობის“ თემას ვეხებით. მე გამემიჯნება თუ არა ვინმე, ეს საინტერესო არაა, სიმართლეს... ისტორიულ რეალობას ნუ გაემიჯნებით.

„სტრატეგიული პარტნიორობა“ არ ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას თურქეთისთვის! ხმა ავიმაღლოთ იმაზე, რაც დღეს ხდება აჭარაში. გავიხსენოთ, როგორ იბრძოდნენ აჭარის დასაცავად ცნობილი ქართველები... იგივე მემედ აბაშიძე, რეჯებ ნიჟარაძე, ჰეიდარ აბაშიძე, ჰასან თხილაიშვილი, სხვები და სხვები. ნურც ერთ ქვეყანას ნუ დავუწვებით ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე. ესაა ღალატი, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ქსენოფობია და ისტორიული ფაქტის მოხსენიება სრულიად განსხვავებული რამაა. ლექსიკონშიც ჩახედვა სირცხვილი კი არაა, თუ კონკრეტული ტერმინის არსი არ გესმის?! მოკლედ, გამოვავლინოთ მეტი სიყვარული და თავდადება ჩვენი ქვეყნისადმი. სულ ესაა.

რაც შეეხება აგენტომანიის თემას, ესაა სწორედ ფობია. აგენტოფობიაა, როცა იმდენად გაქვს განსხვავებული მოსაზრების, სიმართლის მოსმენის შიში, რომ მყისიერად ბოდიშს უხდი მაყურებელს (ქსენოფობიური განცხადების გამო) და მყისიერად მზად ხარ,- უარი თქვა შენს ისტორიაზე. ამ კომენტარს არ ვწერ „იმედის“ წამყვანისადმი სიბრაზის, სიძულვილის, ან ნიშნის მოგების მიზნით. ვწერ იმიტომ, რომ უფრო ფართოდ ვხედავდეთ პროცესებს, საფრთხეებს ჩვენს გარშემო და უფრო მეტი თავგანწირვით ვიცავდეთ ჩვენს სამშობლოს“, - დაწერა ინაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი