უკან
უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
19 აპრილი, 2019 10:41
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.