უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2020 19:38
font-size

სტუ-ის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას 17 თებერვლიდან შეუდგება. დავით გურგენიძე რექტორად 4 წლის ვადით იქნა არჩეული. მან ამ თანამდებობაზე წინამორბედი რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი შეცვალა.

როგორც "მედიანიუსს" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი უნიევერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ფაკულტეტების დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა, დავით გურგენიძემ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის რანგში 4 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების პრინციპებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ტექნიკური უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ისეთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ინოვაციების უწყვეტობა, სინერგიის პრინციპის დაცვა, საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, განათლების მიღების უწყვეტობა, ხარისხის მართვა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიოს ფორმირება.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინტერნაციონალიზაციის ზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი სრულყოფას, ასევე, უნივერსიტეტის ხილვადობისა და ცნობადობის ზრდას.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის რანგში, ეს პირველ რიგში, არის ინოვაციების უწყვეტობა, რაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის, ახალი ტექნოლოგიების და ახალი მეთოდების შემუშავება-დანერგვაში გამოიხატება; მნიშვნელოვანია სინერგიის პრინციპის დაცვა - ეს უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ურთიერთკავშირის გაძლიერებითაა შესაძლებელი; მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების ისეთ საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, როგორიცაა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები; აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიოს ფორმირების მიმართულებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა შევძლოთ ხარისხის ეფექტიანი მართვა, უნდა ვიყოთ სრულად ორიენტირებული სტუდენტებზე, საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მუდმივ სრულყოფაზე და ეს უნდა ხდებოდეს საგანმანათლებლო სერვისებისა და სამეცნიერო კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე. აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება.რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის ხდება. ეს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია და ამიტომ, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, გაფართოვდეს მისი ცნობადობა და გაიზარდოს საერთაშორისო ავტორიტეტი. რა თქმა უნდა, ამის მიღწევას აკადემიური წრეებისა და სტუდენტების დახმარებით შევძლებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ტსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მიმდინარე წლის 27 იანვარს ჩატარდა. ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორად სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე იქნა არჩეული. აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან მას ხმა მისცა 38 წევრმა, ხოლო 1 წევრი არ გამოცხადდა.

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

17 თებერვალი, 2020 , 17:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

17 თებერვალი, 2020 , 17:05

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკრ

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`