უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2020 15:00
font-size

სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერი წარმატებული მოდული „ინოვაციური მაგიდაა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ინოვაციური მაგიდა“ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა, რომელიც სლაიდის პრინციპით მუშაობს და ანალოგი არ აქვს.

სტუ-ის ფაბლაბის გუნდის ერთ-ერთი წევრი ვაჟა შანიძე განმარტავს, რომ ახალი გამოგონების გამოყენება შესაძლებელია საპრეზენტაციო დანიშნულებით, ნებისმიერ დახურულ თუ ღია სივრცეში.

„ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა. მაგრამ, თუ დააკვირდებით, აქვს ღილაკები და ეკრანი. შეგიძლიათ ჩატვირთოთ ფოტოები და სლაიდის პრინციპით გაუშვათ. შესაძლებელია სარეკლამო რგოლების, მუსიკალური კლიპების ან ფილმის ჩატვირთვაც. ასე იქცა ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდა ინოვაციურ მაგიდად, რომელიც სასურველი ინფორმაციის პრეზენტაციის საშუალებას იძლევა. მასალა სპეციალური აპარატით - „მიმაკით“ იტვირთება და მომცრო ზომის მოწყობილობაში მაგრდება, ფოტოები და ნებისმიერი მასალა კი სენსორის მეშვეობით მონაცვლეობს. მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. ჩვენი ფაბლაბის „ინოვაციური მაგიდის“ გამოყენება შესაძლებელია საპრეზენტაციო სივრცეებში, უნივერსიტეტებში, საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში“, - ამბობს ვაჟა შანიძე.
სტუ-ის ფაბლაბის გუნდის წევრმა ვაჟა შანიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ფაბლაფის შესახებ მესამე კურსზე შეიტყო და მცირე ზომის მოლბერტების დამზადების იდეით მიმართა. ფაბლაბში არსებულმა ინოვაციურმა გარემომ კი სხვა იდეებიც გაუჩინა.

„სტუ-ის ფაბლაბთან ჩემი თანამშრომლობა განაპირობა იმ დამოკიდებულებამ, რაც ზოგადად, უნივერსიტეტში და კონკრეტულად, ფაბლაბში აქვთ სტუდენტის მიმართ. შემდეგ, იმდენად მომეწონა ეს სივრცე, დავრჩი სამუშაოდ. ისეთი გარემო დამხვდა, რომ ბევრი იდეა გამიჩნდა. ფაბლაბში მთავარია გუნდურობის პრინციპი - იდეის განსახორციელებლად მთელი გუნდი ვმუშაობთ“.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (Fablab GTU) ერთ-ერთ მნიშვნელოვან, „5 ინსტალაციის პროექტზე“ მუშაობა ახლახან დაასრულა. ახალი იდეების განხორციელება გუნდის წევრებმა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში შეძლეს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი, სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. ფაბლაბის გუნდის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე