უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2018 14:20
font-size

სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ მეცნიერებებს ეუფლებიან, უახლოესი მომავლიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ.

საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივა, რომელზეც, დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფროფ. პი ჩანგჰონგმა იმსჯელეს, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა.

ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, პი ჩანგჰონგის განცხადებით, სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით და ეკონომიკურ პროცესებსაც მოიცავს.

„ჩინეთში სამი მძლავრი სახელმწიფო აკადემიაა - მეცნიერებათა, საინჟინრო და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიები. სწორედ ეს სამი აკადემია ქმნის ჩინეთში სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. სტუ-მ მემორანდუმი გააფორმა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან, სადაც 30 კვლევითი ინსტიტუტი შედის. ეს სერიოზული ინსტიტუციაა, რომელმაც თანამშრომლობა შემოგვთავაზა ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებებისა და მედიატექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის სპექტრი საკმაოდ დიდია და ეს, პირველ რიგში, ჩვენი უნივერსიტეტის ინტერესებში შედის, რადგან ამ მიმართულების 5 000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს და საკმაოდ სერიოზული კვლევითი პოტენციალი გაგვაჩნია. ამას გარდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ინსტიტუტიც ფუნქციონირებს. ამდენად, ის, რაზეც დღეს შედგა საუბარი პირდაპირ კავშირშია, როგორც ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე, ჩინელ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ამოქმედებასთან“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

სტუმრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მედიაცენტრიც დაათვალიერეს. დღესვე, ქართული და ჩინური მხარე ლოჯისტიკის ცენტრის ჩამოყალიბების გეგმასაც განიხილავს. აღნიშნული ცენტრი ჩინური მხარის ხელშეწყობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით უნდა შეიქმნას.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი