პოლიტიკა
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
„აფხაზეთი საქართველოა! გვინდა, გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის ანტიეროვნულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ, გივი მიქანაძემ გაახმოვანა. ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ. არადა, ირაკლი კობახიძემ დადო საჯარო დაპირება, როცა პარლამენტში იყო მოსული და ჩვენს კითხვას უპასუხა, თუ რას უპირებდა ომგადატანილ, დევნილ უნივერსიტეტს. კობახიძემ თქვა, რომ შეინარჩუნებდნენ. აქვე, ყოველ ჯერზე ახსენებდნენ ისტორიული გამოცდილებით არსებულ პროფილს, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც მოიტყუა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა. ჩვენ გვყავს აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა ბევრად მეტია. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო განათლების უფლებისთვის ბრძოლასთან გათანაბრებული! სოხუმში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას სამშობლოს მოყვარული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უკვე ომგადატანილმა დევნილებმა წვალებით 1993 წლის ნოემბერში აღადგინეს თბილისში და დღემდე მოიტანეს. 500-მდე პროფესორ-მასწავლებელი და 3 ათასამდე სტუდენტი ჰყავს დღეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს არის მეხსიერების ადგილი, იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ადგილი, სიმბოლო ჩვენი ერთიანობის აფხაზეთთან. ეს არის ადგილი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი დევნილი იმ საშინელ წლებში. გადარჩენა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა არ არის. ეს არის სილის გაწვნა თითოეული დევნილისთვის. დევნილისთვის, რომელიც ყოველდღე ცხოვრობს იმედით, რომ სახლში, აფხაზეთში დაბრუნდება. რას სთვაზობენ დევნილებს, მიზერულ დახმარებას და წლობით რიგში დგომას ბინებისთვის და ამ პროცესშიც პოლიტიკური კორუფცია გვაქვს. რას ეუბნება ამ გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძე დევნილებს, რომლებიც ოცნებობენ შინ დაბრუნებაზე, რომ იქ ჩაიტანონ ცოდნა და გამოცდილება, წვლილი შეიტანონ სამშობლოს აღორძინებაში? მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც მას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ, აფხაზეთი საქართველოა! როგორც ჩანს, ხშირად უნდა შევახსენოთ ძალაუფლების მიმტაცებლებს. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, დავიბრუნებთ აფხაზებს და ერთად ავაშენებთ ერთიან და განვითარებულ საქართველოს! და საქართველო იმარჯვებს! აფხაზეთი საქართველოა“, – განაცხადა ხორგუანმა.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


