საზოგადოება


სტუდია შავიტის სამოდელო საამქრო დაიწვა (ვიდეო)
თბილისში მხატვარ-დიზაინერის, პროფესორ მაქს მეირ შავიტის ერთ-ერთი სამოდელო საამქრო დაიწვა.
როგორც მედიანიუსს შავიტის სტუდიიდან აცნობეს, საწარმო პროცესის დროს, სანთლების გავარვარებული ავზი აფეთქდა, გაიფანტა გავარვარებული თხევადი სანთელი და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა შენობაში. შედეგად, დაიწვა სამოდელო ნიმუშები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება, თუმცა ადგილზე სახანძრო სამსახურის გამოძახება საჭირო აღარ გამხდარა; საამქროში დასაქმებულები თავად გაუმკლავდნენ ხანძარს და ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
„სულ პატარა ხანძარი გაძლიერდა და ბოლომდე ვერ მოვერიეთ. იყოჩაღეს ბიჭებმა, ყველამ და გავრცელების საშუალება არ მისცეს, მაგრამ ის საამქრო განადგურდა. მთავარია, ისინი არ დაზარალდნენ. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩემი ბავშვების დიდობა - როგორც ერთი ყველა იბრძოდა .... ვამაყობ ჩემი ბავშვებით!’’ - განაცხადა მაქს მეირ შავიტმა შემთხვევასთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45