უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
სუამის წევრი სახელმწიფოების ფინანსური სფეროს ექსპერტებმა 2013 წლის ბიუჯეტის საკითხები განიხილეს 02.06.2012 14:29

კიევში სუამის წევრი სახელმწიფოების ფინანსური სფეროს ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო “აპას” ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის 2013 წლის ბიუჯეტის საკითხები განიხილეს.

მომზადებული დოკუმენტი შემდგომი პროცედურების გავლის მიზნით ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გადაეგზავნათ. ექსპერტები სუამის ფინანსურ რეზოლუციაზეც მუშაობენ.

როგორც ცნობილია, სუამი — სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი).