უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ დილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე, დილის 07:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების სიჭარბე იწევს - ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, მიღებული შედეგების მიხედვით, თბილისში ჰაერი შედარებით სუფთაა დილის 03:00-დან 07:00 საათამდე.

ლალიაშვილმა ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა, კერძოდ, იმაზე, თუ რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ლალიაშვილის ინფორმაციით, მათ ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები გამოიყენეს. კერძოდ, ერთი ლოკაციის, წერეთლის გამზირის მაჩვენებლები.

მისი თქმით, შედეგების მიხედვით, წერეთლის გამზირზე ტექინსპექტირების რეფორმის შედეგად ჰაერი მკვეთრად არ გაუმჯობესებულა. ლალიაშვილის განმარტებით, თუ აზოტის ოქსიდების საშუალო ნიშნული ორმოცი ერთეულია, დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მატულობს.

„მონაცემები შევაჯერეთ ერთ ლოკაციაზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულად ითვლება, ეს არის წერეთლის გამზირი. რამდენიმე პარამეტრიდან ის პარამეტრები შევაჯერეთ, რომელიც ტრანსპორტთან მიმართებაშია, ეს არის აზოტის ოქსიდები, CO, pm10 .

მოკლე პერიოდია და დიდი მოლოდინი არც გვქონდა ამ ფონზე, რომ ჰაერის ხარისხის ცვლილება იქნებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა შევადარეთ ოთხი თვის მონაცემები, როგორც 2017 წლის, ეს იყო აგვისტო -ოქტომბერი, ასევე 2018 წლის იგივე პერიოდის მონაცემები. დამაბინძურებლებში მკვეთრი სხვაობა არ იკვეთება.

აღსანიშნავია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ დილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე. დილის 07:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების სიჭარბე იწევს და მხოლოდ ღამის 00:00 საათიდან იწყებს კლებას და ეს კიდევ ერთხელ გვაზუსტებინებს ჩვენ იმ ვარაუდს, რომ ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი იმ გამოფრქვევებისა, რომელიც იწვევს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის თუ სხვა მძიმე დაავადებებს“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი