უკან

საზოგადოება

20 აპრილი, 2017 17:25
font-size

“სუფთად ევროპისკენ” - გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების აქციის კვირეულს აწყობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში მოლი ლიენთან ერთად, „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო დასუფთავების აქციის კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. გიგლა აგულაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილების, მიმდებარე ტერიტორიებისა თუ წინასწარ შერჩეული ლოკაციების დასუფთავებას ითვალისწინებს.

გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების კუთხით გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკაც გააცნო. მიმდინარე წლის 1-20 აპრილის მონაცემებით გამოვლენილია გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა, აქედან:

მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლი) - 129 ფაქტი;

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი) - 5 ფაქტი;

შლამისებრი ნივთიერებებით - ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება (ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლი) - 1 ფაქტი;

ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლი) - 2 ფაქტი;

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა (ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლი) - 12 ფაქტი;

სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლი) - 2 ფაქტი.

გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქის მასშტაბით, 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და ქალაქ თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები.

ხოლო, რეგიონებში, ასევე 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

„სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქსელი (CENN).

კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს, გარემოს დაცვის მინისტრი და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კონკურსს გამოაცხადებს თემაზე:

სუფთა რეგიონი
სუფთა ქალაქი
სუფთა მუნიციპალიტეტი
სუფთა სოფელი
სუფთა ქუჩა
სუფთა ეზო

კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.

კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

საქართველოში საწვავი გაძვირდა

20 ივლისი, 2019 , 13:46

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი,

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო - ნიკა გვარამია

20 ივლისი, 2019 , 13:16

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაფ გთავაზობთ. " მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხან

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

20 ივლისი, 2019 , 12:07

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპან

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

20 ივლისი, 2019 , 10:41

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერა

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო -მამუკა ბახტაძე

19 ივლისი, 2019 , 16:03

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას,

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

19 ივლისი, 2019 , 15:54

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს