უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ივნისი, 2019 17:40
font-size

სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიას განახლების შანსი არ აქვს, რადგან როდესაც საუბარი ცვლილებებზე დაიწყო, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს და მთაწმინდის მაჟორიტარად ლადო კახაძე აირჩიეს.

„ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე, რომ ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიდიხარ. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება. უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, პირველ რიგში და ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას. კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. კი ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, კაბინეტებზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა," - აცხადებს ხუხუაშვილი.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია პარტიის განახლება მხოლოდ HR-ისგადაწყვეტილებით მოხდეს.

"მთლად HR ჩამოაყალიბეს, ანუ მაია მიმინოშვილი, რომლის კვალიფიკაციას მე პატივს ვცემ, ჩემი კლასელია მაია და აიყვანეს HR-ად. პარტიის HR რა უბედურებაა, ერთი ამიხსენით. კობახიძეც უკვე, მგონი, ძველ გვარდიად თვლის თავის თავს და იმასაც კი გვიცხადებს, რომ ომამდე ტანკისტი და ყველაფერი თვითონ უნდათ დაიბრალონ ამათ, რომელიც მერე გამოიჩეკნენ საერთოდ. იქ თავების მარხვა დაიწყება, როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, სანამ გამოუწერენ პარტიის წიგნებს ვინმეს, მანამდე დამარხავენ“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი 2020 წლის ბიუჯეტზე - სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

3 ივნისი, 2020 , 16:35

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

3 ივნისი, 2020 , 12:10

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რ

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 17:10

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პ

ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამირან გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 , 16:25

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!