უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

21 იანვარი, 2020 16:05
font-size

სულ მალე ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეთიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ _ ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ _ საჭიროება... მოგეხსენებათ, ადამიანებს საკუთარი თავი ყველაზე მეტად გვიყვარს, ამიტომ ჯანმრთელობასა და გარეგნობასაც, მხოლოდ საუკეთეთესოთა შორის საუკეთესოს ვანდობთ. ასეთად, ბევრი კითხვის შემდეგ, რამდენიმე ესთეტიკური ცენტრის მთავარი ექიმი დამისახელეს, მაგრამ აღმოჩნდა, თურმე ერთი და იგივე პიროვნებაზე _ ექიმ დალიკა ანდღულაძეზე _ მესაუბრებოდნენ, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა. ექიმ დალიკას ყველა იცნობს, ვისაც კი ამ სფეროსთან ჰქონია შეხება. მეტწილად საქართელოში მოღვაწეობს, თუმცა მის პაციენტებს შორის არიან ცნობილი სახეები, როგორც საქართველოს, ისე _ კავკასიის, ევროპისა და აშშ- ქვეყნებიდანაც.

საერთოდ ასეა _ ცხოვრებაშიც, გარეგნობაშიც, მოდაშიც, კარიერაშიც _ დრო გვკარგახობს მომდევნო ნაბიჯებს. ექიმ დალიკასაც უკარნახა _ დადგა დრო რომ ესთეტიკ ბაზარზე საკუთარი სახელით შემოხვიდეო და ყოვლისშემძლე ექიმიც დაემორჩილა დროს. ამიტომ გვინდა სიხარულით გამცნოთ, სულ მალე ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეთიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს.

დალიკა ანდღულაძე: მხოლოდ ერთი პროფესია არ მაქვს, ვარ თერაპევტი , დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი. ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობის ათწლიანი სამუშო გამოცდილება მაქვს.

_ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

_ ვფიქრობ, ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, პროფესიულ წარმატებაში ისიც მეხმარება, რომ კარგად ვხატავ. თავიდანვე დარწმუნრბული ვიყავი, რომ ხატვის ნიჭი დამეხმარებოდა საკუთარი ხელწერის შექმნაში, იმაში, რომ ესთეტიკურ მედიცინის სფეროში ჩემი სიტყვა მეთქვა. თითოეულ ოპერაციას შემოქმედებითად ვუდგები, მარტო ფორმულებით კი არ ვხელმძღვანელობ, მხატვრულადაც ვიაზრებ.

როგორც ექიმი, ჩემი მიღწევებით არასდროს ვკმაყოფილდები, მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვესწრები საერთაშორისო კონფერენციებს, გავდივარ სხვადასხვა სახის პროფესიულ კურსებს ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში, რეგულარულად ვეცნობი ესთერიკური მედიცინის სფეროში არსებულ სიახლეებს. ვარ საერთაშორისო დერმატოლოგიური საზოგადოების წევრი, _ არაერთი სერთიფიკატის, სიგელისა და ჯილდოს მფლობელი.

_ რა სახის მომსახურებებს ეწევით?

_ ესთეტიკური ცენტრი Dr. Dalika წარმოგიდგენთ:

-ლაზერების სრულ სევისს და კოსმეტოლოგიის სრულ კომპლექტს სიბერის საწინააღმდეგო პროცედურების მიმართულებით.

-სახის და სხეულის მოდელირება-კორექცია, _ ეს ის მიმართულებაა, რომელიც სილამაზისა და ახალგაზრდობის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს.

-ანტიეიჯ პროცედურებიდან ყველაზე მოთხოვნადია კონტურული პლასტიკა _ ბიოლოგიურად თავისებადი გელებით, ფილერებით. ფილერის საშუალებით შესაძლებელია, სრული რეკონსტრუქციის მოხდენა, თუმცა ჩემი სლოგანია _ შევინარჩუნოთ ბუნებრივი მიმიკა და სახის გამომეტყველება. ეს იმას ნიშნავს, რომ კორექციები ყველა პაციენტის სახეზე და ტანზე ინდივიდუალურადაა მორგებული და საბოლოო შედეგს მაღალი ხარისხის პრეპარატებისა და პროცედურების საჭირო კომბინაციით ვიღებთ.

_ ყველაზე ხშირად რა ჩივილით მოგმართავენ პაციენტები?

_ საქართელოს ესთეტიკურ მედიცინაში დალიკას სახელთან ცხვირი ასოცირდებადა. კავკასიური გენის გათვალისწინებით, ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი პროცედურა სწორედ ცხვირის პლასტიკა ან კორექციაა. ჩემთან მოსულ ათიდან ცხრა პაციენტს ცხვირის ფორმის შეცვლა სურს.

ყველაზე ხშირად ნემსით ინექციებსა და კორექციებს ვაკეთებ. შემიძლია, სრულიად სახისა და სხეულის მოდელირება-კორექცია. ესთეტიკური მედიცინის სფეროში, დღესდღეობით დანერგილ ყველა ოპერაციას ვაკეთებ და მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში სტანდარტი არ არსებობს, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ვუდგები, მისი სურვილისა და საჭიროებების შეჯერებით.

_ ცნობილი პაციენტები თუ გყავთ?

- პაციენტების ვინაობას არ ვახმაურებთ. ჩვენს ესთეტიკურ ცენტრში კონფიდენციალურობა უმაღლეს დონეზეა დაცული, იმიტომ, რომ პაციენტების უმრავლესობას სურს არ გაამხილოს საკუთარი სილამაზის ან გარეგნული სრულყოფილების საიდუმლო. როგორც წესი, პაციენტთა უმრავლესობასთან, დროთა განმავლობაში, მეგობრული ურთიერთობა გვიყალიბდება, შედეგად, დღესდღეობით, თითქმის მთელი ქართული (და არამხოლოდ) ელიტა ჩვენი მეგობარია.

_ ქალბატონო დალიკა, როგორ დაგიკავშირდეთ?

_ კლინიკაში დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე : 595 817777;ჩემი ნომერია: 599 61 70 99. სულ მალე შევხვდებით კლინიკა Dr. Dalika-ში მისამართზე: ი. აბაშიძის #70

NS

როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა კორონავირუსის პანდემიის დროს?

9 აპრილი, 2020 , 17:00

კორონავირუსის პანდემიის დროს არაერთი ჩვენგანი ფიქრობს, თუ რის გაკეთება შეიძლება ვირუსის თავიდან ასაცილებლად, შვილების, მშობლების, ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის დასაცავად. სოციალურ ქსელებში უამრავი არასწორი ინფორმაცია

სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე - ფოტოგალერეა

7 აპრილი, 2020 , 15:40

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ერთობლივად ვირტუალური გამოფენა მიუძღვნეს სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალ

რეგიონში ყველაზე დიდი სამაგიდო თამაშების პლატფორმა ევროპაბეთია

6 აპრილი, 2020 , 19:32

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს. სახლში დარჩე

რომ დაგპატიჟო, სად დაგპატიჟო, არ შეიძლება, ჰოდა ამიტომ, ინტერნეტში შემოდიო - ზურა მანჯავიძის სიმღერა კორონავირუსზე (ვიდეო)

26 მარტი, 2020 , 12:30

„ონლაინში მოვილხინოთ, სხვა რა დაგვრჩა ამის მეტი“, - ქართველი მომღერალი,ზურა მანჯავიძე საკუთარ facebook გვერდზე, კორონავირუსზე დაწერილ სახალისო სიმღერას ავრცელებს, რომელიც ნამდვილ ინტერნეტ-ჰიტად იქცა. <

13 წამალი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ

18 მარტი, 2020 , 17:45

გაციება და გრიპი გაწუხებთ?   საუკეთესო გზა გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ძლიერი იმუნური სისტემაა. მედიცინის დოქტორი დონალდ ფორდი ამბობს, რომ გაციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ვებრძოლოთ მის სიმპტომებს წინ

ანონსი - 14.03.20

14 მარტი, 2020 , 10:32

11.00 - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ბრიფინგს გამართავს. 11:00 - ადვოკატი ბექა ბასილაია გ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`